ქრისტიანობის გაყოფა

კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების

გაყოფა და მისი შედეგები

  
XI საუკუნეში რომსა და ბიზანტიას შორის მორიგი კრიზისი დაიწყორომელიც 1054 წელს დასავლური (კათოლიკურიდა აღმოსავლური (მართლმადიდებლურისაქრისტიანოს საბოლოო განყოფით დასრულდაეს მოვლენა  ეკლესიის ისტორიაში ,,დიდ სქიზმადაა” წოდებულიეკლესიათა გამიჯვნას ჰქონდა როგორც თეოლოგიური ისე პოლიტიკური მიზეზები.მართლმადიდებლობა -  ქრისტეს  მოძღვრების  მართალი აღმსარებლობაბერძნულად -“ორთოდოქსია”,  ეწოდება ქრისტიანობის იმ მიმართულებასრომელიც ინახავს ქრსტიანულ პრაქტიკას და მოძღვრებას როგორც ის ჩამოყალიბდა შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე.  სხვა ეკლესიებსრომელთანაც მას არ აქვს  ევქარისტიული კავშირიისინი გაიაზრებიან  არა განშტოებადარამედ მისგან განდგომილად.კათოლიციზმი - სიტყვა ,,კათოლიკე ‘’ ბერძნული  წარმოშობისაარაც ნიშნავს ,,საყოველთაოს”. კათოლიკეების რწმენითეკლესია დაარესებულია იესო ქრისტეს მიერრომელიც თვად მეთაურობს მასმან დააკისრა კათოიკე ეკლესიას  კაცობრიობის ხსნა და მხოლოდ ამ ეკლესიაშია დაცული  სარწმუნოების სწორი  და  სრული აღიარებაკათოლიკური  ეკლესიის წევრები  თავიანთ ამქვეყნიურ მეთაურად რომის ეპისკოპოსს  მიიჩნევენკათოლიკების რწმენითქრისტემ პეტრესროგორც მოციქულთა მეთურს  (მათ.16:18-19; იოანე 21:15- 17) მიანდო ყოფიიყო მთელი ეკლესიის მეთური,  პეტრეს მსახურებას კი აგრძელებენ  მისი კანონიერი მემკვიდრენი  რომის ეპისკოპოსები - პაპები.აღმოსავლეთი დასავლეთს ადანაშაულებდა თეორიულ და დოქტრინულ შეცდომებშინორტის ეკლესიის ისტორიის მიხედვითაღმოსავლეთის პატრიარქის წინადადებით ლეონ ოქრიდელმაბულგარეთის არქიეპისკოპოსმა წერილი გაუგზავნა სამხრეთ იტალიის ეპისკოპოსსწერილის ადრესატები იყვნენ  საფრანგეთის ეპისკოპოსები და მღვდლებითუმცა იგი მიმართული უშუალოდ პაპა ლეონ  IX ისადმი იყო.  ამ წერილში ბულგარელმა მღვდელმა ხაზი გაუსვა დასავლეთის ეკლესიის  ოთხ ძირითად შეცდომას:1)   დასავლეთში ევქარიისტიის დროს გამოიყენებოდა უფუარი პური (პროსფორა  ანუ ხმიადირასაც საფუძვლად  წმწერილი უდევს). აღმოსავლეთში მიიჩნევდნენრომ ეს ძალიან ჰგავდა იუდეურ პასექს და შესაბამისად იუდეური ტრადიცების გაგრძელებას წარმოადგენდაანუ ცდომილებას.2)    დასავლეთი მარხვას შაბათობით აწესებდა და ვინაიდან შაბათი წარმოადგენს იუდეველთა დღესასწაულსაღმოსავლეთი დასავლეთს ისევ იუდეველური დღესასწაულის მიყოლაში სდებდა ბრალს. 3)    დიდმარხვის დროს დასავლეთის ეკლესიები კრძალავდნენ ალილუსიას გალობასრადგან ეს პერიოდი მათვის  მწუხარებისა და თავშეკავების დროადა არა სიხარულის ჟამი.  აღმოსავლეთი კი მიიჩნევდარომ ყველა წესირომელიც კრძალავს სიხარულის გამოვლინებას ღვთის თაყვანისცემის დროს არასწორიადასასვლელები აგრეთვე დადანაშაულებულები იყვნენ მღვდლებისთვის ქორწინების აკრძავაშიაღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია ნებას რთავდა მღვდელს შეექმნა ოჯახი თუმცა   არც ერთ უკვე დაქორწინებულ მღვდელს არ შეეძლო ეპისკოპოსი გამხდარიყოსაყოველთაო უქორწინებლობა აღმოსავლეთს მანიქევლური დუალიზმის მსგავსად მიაჩნდარომელიც ჯერ კიდევ ადრეული ეკლესიის მიერ იყო დაგმობილიასევე დასავლეთი დადანაშაულებული იყო .. „ფილიოკვეს” დამატებაში მსოფლიო კრებასთან შეთანხმების გარეშე რაც წარმოადგენდა დაძაბულობისა და დავის საგანი საუკუნეების განმავლობაში. ,,Filioque”-ეს გრდა ამ კამათში არ იყო გამოყენებული არც ერთი სერიოზული საღვთისმეტყველო არგუმენტიგანსხვავება მათ შორის უფრო მეტად ტრადიცებსა და კლტურას შეეხებოდავიდრე სარწმუნოების საკითხებს.კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას  ბევრი რამ აქვს საერთოძირითადი განსხვავება მათ შორის როგორც უკვე ითქვა მჟღავნდება .. „ფილიოკვეს“ საკითხში (ლათ. filioque — და ძისაგან). კათოლიკური მოძღვრების მიხედვითსულიწმინდის  გამომავლობა ხდება არა მარტო მამა ღმერთისაგანაროგორც ეს მართლმადიდებლობაშიაარამედ ძე ღმერთისაგანაცკათოლიციზმიმართლმადიდებლობისაგან განსხვავებითსამოთხისა და ჯოჯოხეთის გარდა აღიარებს შუალედურ რგოლს — განსაწმენდელს (სალხინებელს). ორგანიზაციამართლამადიდებლური ეკლესიის ორგანიზაცია ეფუძნება პენტარქიის ( ხუთმართველობისპრინციპსაღმოსავლეთში  ყველა ეკლესია თანასწორად ითვლებოდაყველა ეპისკოპოსრომლებიც მოციქულთ მემკვიდრეები იყვნენთანაბარი მადლი ჰქონდათ მინიჭებულისწორედ მადლი და არა ავტორიტეტი.  ამის გამო არცერთ ეკლესიას არ შეეძლო მეორის  დამოძღვრა ჭეშმარიტებაშითუ რამე დოგმატური გადაწყვეტილება იყო მისაღები  ისინი იკრიბებოდნენ  და ერთად იღებდნე გადაწყვეტილებასრაც აღმოსავლური მოვლენაა ქრისტინობის ისტორიაშიამასთან ერთად პენტარქიარომელმაც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ დაკარგა აქტუალობასაფუძვლად დაედო  ეკლესიათ ორგანიზაციული დამოუკიდებლობის  ( ავტიკეფალობისპრინციპსეკლესიის საზღვრები სახელმწიფოს საზღვრებს დაემთხვადამოუკიდებელი ქვეყანა - დამოუკიდებელი ეკლესია.კათოლიკურ ეკლესიაშია კი უმაღლსი ძალაუფება განეკუთნება რომის ეპისკოპოსს - პაპს ანუ უმაღლსე პონტიფექსსსაეკლესიო ძალაუფლების მეორე უმაღესი ინსტანცია კათოლიკურ ეკლესიაში ეპისკოპოსთა კოლეგიაარომეიც თავის მსახურებას რომის პაპის ხელმძღვანელობით აღასრულებსკათოლიკური ეკლესია შდგება ცალკეული  ადგილობრივი ეკლესიებისგან (მაგსაქართველოშირომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სტრუქტურით.რაც შეეხება იერარქიასმართლმადიდებლურ საეკლესიო სამყაროს არ ჰყავს ერთი მეთაური მიწიერი იერარქის - ეპისკოპოსისპატრიარქისპაპის სახითმართლმადიდებლური მოძღვრებით ეკლესიის თავია ქრისტეავტოკეფალური ეკლესიის მეთაურები პატრიარქებიარომელნიც სრულიად დამოუკიდებელნი არიან და სხვა ეკლესიისგან  ჩაურევლად მართავენ ეკლესიასარის ერთიანობა არა ორგანიზაციულიარამედ ევქარისტიული და დოგმატურიმსოფლიო პატრიარქი მხოლოდ ტრადიციის სახით ატარებს ამ ტიტულს და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ავტორიტეტს დოგმატურ საკითხებში.  საეკლესიო იერარქია სამ ხარისხად განიყოფაეპისკოპოსიმღვდელიდიაკვანი. 


ღვთისმშობლის ამაღლების შესახებ მართლმადიდებლური და კათოლიკური წარმოდგენები

ჰოზიოს  ლუკაკონქის მოზაიკასაბერძნეთი

ღვთისმშობლის მიძინებისა და დაკრძალვის შესახებ წმინდა წერილის კანონიკურ წიგნებში არაფერია ნათქვამიიოანეს სახარების მიხედვით, ჯვარზე გაკრულმა იესო ქრისტემ იოანე მახარებელი ღვთისმშობელს აშვილა: „ჰრქუა დედასა: დედაკაცო, აჰა ძეი შენი! და მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი!“. იმ დღიდან მარიამი იოანეს სახლში ცხოვრობდა: „მიერ ჟამითგან წარიყვანა იგი სახედ თვისა“ (იოან. 19: 25–27). 
ამის შემდეგ ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების შესახებ ამბებს მხოლოდ საეკლესიო გადმოცემიდან ვიგებთ. ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუენი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო. როდესაც დადგა ნაწინასწარმეტყველები ჟამი ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკვირვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. იესო ქრისტემ თავისი მშობლის წმიდა და ყოვლად უბიწო სულისაღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თვისთა ზედა მიირქუადა ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად. ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი – თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი მესამე დღეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. მაგრამ ქვის გადაგორებისთანავე ნახეს, რომ აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო, ღვთისმშობლის გვამი აღარსად იყო. გადმოცემის მიხედვით იამავე საღამოს  თვით ღვთისმშობელმა დაამშვიდა ისინი, ამგვარად წმ. მოციქულები დარწმუნდნენ და მთელ ეკლესიას გადასცეს რწმენა იმისა, რომ დედა ღვთისა თავისმა ძემ მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა და ხორცით აამაღლა ზეცაში.

კათოლიკური სწავლების მიხედვით ღვთისმაშობელი მარიამის ჩასახვაც ისევე უბიწოდ მოხდა როგორც ქრისტესი მარიამში, რასაც არ იზიარებს მართლმადიდებლური ეკლესია. ღვთისმშობელი სრუყოფილი სარწმუნოების სახე და სიმბოლოა კათოლიციზმში, რადგან მან მაღწია ღმერთთან სრულ ერთობას, როდესაც იგი  ღმერთის მიერ ზეცად იქნა აყვანილი  სულით და სხეულით - ერთიანობაშიკათოლიკურმა ეკლესიამ 1950 წელს როდესაც მას სათავეში ედგა პაპი პიუს  XII-  განაჩინა დოგმა  მარიამისხორციელად - ზეცად ამაღლების შესახებ.


 ღვთისმშობლის ამაღლება. ტიციანი. 1516–18 . ვენეცია. სანტა მარიას ბაზილიკის საკურთხევლის მოხატულობა.


კათოლიკური და მართლმადიდებლური
 ხელოვნება

რთულია საუბარი ქრისტიანული ხეოვნების საწყისებზე თუ სად და როგორ იქმნება პირველი ქრისტიანული ხელოვნება. ქრისტიანულ ხეოვნებას  ქრისტიანობის ოფიციაურად აღიარებამდე ეყრება საფუძველი, როდესაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ მიწისქვეშა რელიგიურ თემს წარმოადგენდა.
თუმცა მოგვიანებით მხატრობაზე მათი შეხედულებები ძალზე განხსვავდებოდა ერთმანეთისგან. ზოგიერთს მიჩნდა, რომ მხატრობა აუცილებელია, იგი მორწმუნეებს იმ მოძღვრებას გაახსენებს რასაც ეზიარნენ და მათ ცნობიერებაში წმ. ისტორიის ამბებს გააცოცხლებს. ამ მოსაზრებს უმთავრესად რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის ლათინები ემხრობოდნენასე ფიქრობდა გრიგოლი დიდიც - ,,მხატრობას წერა-კითხვის უცოდინართათვის იგივე ძალუძს, რაც მწერლობას მათთვის, ვინც კითხვა იცის.”  გრიგოლი დიდის სიტყვებს იმოწმებდნენ ყოველთვის, როდესაც ეკლესიაში ხატებს ეწინააღმდეგებოდნენ. მგრამ ცხადია, რომ ხელოვნების ის სახეობა, რომელიც დაშვებულად მიაჩნდათ, მეტად შეზღუდული იყო. გრიგოლისთვის ხელოვნების დანიშნუება ამბის შეძლებისდაგვარად მარტივად და ნათლად გადმოცემაში მდგომარეობდა.  

მე-VIII -ში ეკლესიაში ხელოვნების დანიშნულების პრობლემა მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. ერთი ჯგუფი ყოველგვარი რელიგიური გამოსახულებების წინააღმდეგი იყო. მათ  ხატმებრძოლებს უწოდებდნენ. 745 წელს ისინი დაწინაურდნენ და აღმოსავლეთის ეკლესიაში ყოველგვარი რელიგიური ხელოვნება აკრძალეს. ხოლო მათი ოპონენტებისთვის ხატები არა მხოლოდ საჭირო არამედ წმინდა იყოერთი საუკუნის შემდეგ როდესაც მეორე ჯგუფმა ძალაუფლება დაიბრუნა, ეკლესიის მხატვრობას აღარ მიიჩნევდნენ უბრალო ილუსტრაციად  წერა-კითხვის უცოდინართათვის, ამიტომ აღმოსვლეთის ეკლესია ვეღარ დართავდა ნებას მხატვარს, მუშაობისას თავის ფანტაზიას მინდობოდა. ყველაფერი, რაც ადამიანს ყურადღებას ამ მთავარი და საღვთო მიზნიდან სხვა რამეზე გადაატანინებდა, უნდა გამორიცხულიყო.  ისისნი აღარ ცდილობენ სხეულის გადმოცემის ან სიღრმის ილუზიის შექმნის შთაბეჭდილებას. გამორიცხული იყო დედისა და ყრმის  რომელიმე ლამაზი  გამოსახულება ღვთისმშობლის ხატად მიეჩნიათ. მართლმადიდებლურ ფერწერაში, მოცემული პიროვნება არ უნდა გავდეს კონკრეტულ პიროვნებას, ან ამქვეყნიურ მოვლენას, რაც წარმავალია არ შეიძება იყოს გადმოცემული, აქ არაფრია შემთხვევითი, ყველა დეტალს სიმბოლური დატვირთვა აქვსფერსაც კი.


 ოდიგიტრია, კასტორია, საბერძნეთი, 12 s. 
       ბიზანტიური ღვთისმშობლის ხატი

რაფაელი. ,, მადონა ’’.  (1505.)

აღმოსავლეთისა და დასავლეთის განყოფა, ხელოვნების თითქმის ყველა დარგზე  აისახა  -  ტაძრების არქიტექრურულ, გარეგნული იერისა თუ შიდა სივრცის გადაწყვეტაში და არა მხოლოდ ტაძრების, ასევე ქრისტიანული ხელოვნების თითქმის ყველა დაერგზე
 შუა საუკუნეების ევროპულ ხელოვნებაში ბატონობს .. ,,გოტიკურისტილი, ესაა შუა  საუკუნეების  ქრისტიანული ევროპის რწმენის, იდალების ყველაზე გრანდიოზული სახე.

ხოლო მართლმადიდებლური ხელოვნება თავისი არსით საკრალურია, რომელიც ყოველთვის გარკვეული ჩარჩოთი შემოიფარგლებოდა.
გუთური საკულტო არქიტექტურა ხასიათდება საუცარი მონუმეტურობით და არქიტექტურული ფორმების ვერტიკალური გააზრებით, სივრცე სიმაღლეშია გაზრდილი ისრული, ზევითკენ ატყორცნილი თაღების საშუალებით.
გოთიკური ტაძრებისთვის დამახასიათებელია ახალი კონსტრუქციები, ვიტრაჟები, ქანდაკების, არქიტექტურისა და ფერწერის ღრმა სინთეზი, რომელთა ერთობლიობამაც მსოფლიოს მართლაც, რომ  შედევრები დაუტოვა.

რეიმსის კათედრალი. საფრანგეთი. 1211-1311 ..


ჰოსიოს ლუკა ისტორიული მონასტერი საბერძნეთში, ქალაქ დისტომოს სიახლოვეს. იგი შუა საუკუნეების ბიზანტიური ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონუმენტიარომელიც X საუკუნის დასაწყისში განდეგილმა, ღირსმა მამამ და წმინ დანმა ლუკამ დაარსა.

შუა საუკუნეების ევროპული ხელოვნება განთქმული იყო ვიტრაჟის ხელოვნებით. შუა -ის ერთ-ერთი ავტორის თქმით: ,,გუთური კათედრალების ვიტაჟები უჩვენებდნენ უბრალო ადამიანებს, რომებმაც არ იცოდნენ საღვთო წერილი რა უნდა ეწამათ.”





  
ქანდაკება
ადრეული ხანის თითქმის ყველა ქრისტიანი ერთ რამეში თანხმდებოდა, რომ ღმრთის სახლში ქანდაკება არ უნდა ყოფილიყო. ქანდაკებები მეტად ჰგავდა ბიბლიაში გაკიცხულ ნაქანდაკებ გამოსახულებებსა და წარმართულ კერპებს. წარმრთები, რომლებიც ახალი რწმენას ის -ის იყო ეზიარნენ  როგორ უნდა გაეცნობიერებინათ განსხვავება თავიანთ ძვ. და ახ. სარწმუნოებას შორის, თუ კი ტაძარში ისევ ქანდაკებებს იხილავდნენ. ყველა ქრისტიანი წინააღმდეგი იყო დიდი ზომის, ცოცხლის მსგავსი ქანდაკებისა.
მარიამის და ელისაბედის შეხვედა. რეიმსი.

ხეოვნების ეს დარგი მრგვალლი  ქანდაკება, დასავეთის ქრისტიანულ ხელოვნებაში საკმაოდ პოპოლარუი თემაა ხელოვნების ისტორიის თითქმის ყველა ეტაპზე, ხოლო აღმოსავლეთის საკულტო ხელოვნებაში ის ამ შემთხვევაშიც საკრალურია და რელიეფის სახით ვითარდება.

P. S   დასავლეეთი ევროპა აღმოსავლეთისგნ ერთი ასპექტით ყოვეთვის მეტად განხსვავდებოდა. აღმოსავლეთში ეს სტილები ათასწლეულობით არსებობდა და არანირი მიზეზი არ ჩანდა საიმისოდ, რომ ისინი ოდესმე შეცვილიყო. დასავლეთს კი არასდროს ახასათებდა უძრაობა, ის სულ მოუსვენარი იყო და დაუდგრომად ეძებდა ახალ იდეებსა და ახლ გადაწყვეტას.


ავტორი  . გივიაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий