კატაკომბების მხატრობა

      
     IV-ე საუკუნემდე სანამ ქრისტიანობა ლეგიტიმაციას მოიპოვებდა და მზის სინათლეზე გამოვიდოდა, ამ რელიგიის მიმდევართა შეკრებები ხდებოდა ჩუმად, ამისთვის ისისნი ხშირად იყენებდნენ რომის მიწისწვეშა სასაფლაოებს, კატაკომბებს.
   ამ კატაკომბებშია  დაკრძალული პირველი ქრისტიანი მოწამეებიც... რომელთა საფლავებსაც ამკობდნენ   ძვ. და ახ. აღთქმის თემებით და სიმბოლური გამოსახულებებით, რათა მორწმუნეთათვის შთაეგონებინათ და გაეხსენებინათ ღმერთკაცის იდეა, როგორც კაცობრიობის მხსენილის, რომელიც სიკვდილის შემდეგ გადარჩენას და მარადიულ სიცოცხლეს პირდება. პირველი  ქრისტიანული ხელოვნება იყენებს იმდროინდელ კარგად ცნობილ კლასიკურ ტრადიციას და ახდენს მის ინტერპრეტაციას, მხატვრები, რომელთაც შექმნეს პირველი ქრისტიანული გამოსახულებები , გვიჩვენებს რომ კარგად იცნობდნენ  ელინისტური მხატრობის ნიმუშებს.
     პრისცილას  Ш საუკუნის კატაკომბის, ადრექრისტიანული ხანის კედლის მხატრობის ფრაგმენტზე წარომდგენილია   ბიბლიური - ,,სამი ებრაელი ყრმა სახმილსა შინა“ - რომელიც  სარწმუნოების სიმბოლოს წარმოადგენს... ძველი აღთქმის მიხედვით,     ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის დროს მაღალი თანამდებობის მქონე სამმა იუდეველმა მოხელემ უარი თქვა მიწაზე დამხობით თაყვანი ეცა  მეფის ვეებერთელა ოქროს ქანდაკებისთვის, ისინი ცეცხლოვან ღუმელში ჩაყარეს  ,,თავიანთი მოსასხამებით, შარვლებითა და ქუდებით“,  მაგრამ ,,არც თმა შეტრუსვიათ თავზე და არც მათ სამოსელს მოსვლიათ რამე“.  უფალმა ,,მოავლინა ანგელოზი და იხსნა თავისი მსახურნი“. 
( დანიელი. 3 )


  კომპოზიციის ცენტრში, ჰორიზონტალურ  ხაზზე წარმოდგენილია სამი ხელებაპყრობილი ფიგურა ფრონტალურად - მთლიანი ტანით, სადა -ღია მომწვანო-მოყვითალო ფონზე. პერსონაჟებს ფეხთით მოცემულია ფუნჯის რამდენიმე უცაბედი, წითელი საღებავით შესრულებული  სხვადასხვაგვარი მონასმები, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს ცეცხლის ალს. იგივე წითელი ფერის ნახევარწრიული მონასმი პერსონაჟთა თავზე ერთგვარ ჩარჩოს ჰქმის. კომპოზიციის ცენტრში, ფიგურათა თავზე გამოსახულია მტრედი , რომელსაც ნისაკრტით უჭირავს რტო - ღვთის განგების, მშვიდობისა   და  სუიწმინდის სიმბოლო.
   კომპოზიცია სმეტრიულადაა აგებული, სიმეტრიის ღერძს წარმოადგენს ცენტში მდგარი ფიგურა, მის მარჯვნივ და მარცხნივ გამოსახული ფიგურები კი აწონასწორებენ კომპოზიციას  და ერთგვარ რიტმს ჰქმნიან. კომპოზიციას დინამიურობის შთაბეჭდილებას  მატებს პერსონაჟთა   ხელების  ჟესტიკულაცია - ორივე ხელი იდაყვებში მოხრილი და აპყრობილი ზევით, მობრუნებული ხელისგულებით მაყურებლისკენ,  ორანტის პოზას მოგვაგონებს და ეს პოზა არის მთავარი მაკავშირებელი ძაფი პერსონაჟებისა და მთლიანი კომპოზიციის. ასევე დინამიკას ჰქმნის პერსონაჟთა  წინ გადმოდგმული მარჯვენა ფეხი (ზოგის შემთხვევაში მარცხენა). ანატომიური აგებულება პირობითია, ფორმათა დამუშავება და დრაპირება ძალიან ზედაპირულია,  ფიგურები მოკლებულია ყოველგვარ რელობას. იდენტურია პერსონაჟთა ჩაცმულობა  - მუქი ლურჯისა და მწვანის გრადაცია, შემოსილი არიან  ვიწრო შარვლებით რომელიც იმეორებს ფეხის ანატომიას და ზევიდან გადაცმული აქვთ მკლავიანი, თავისუფალი, მკერდში გამოყვანილი სამოსი, რომლის სიგრძე მთავრდება მუხლის ზემოთ, თავზევ ახურავთ ერთნაირი ფორმის ქუდები. აღსანიშნავია, რომ სამოსზე დაუყვებათ მოყვითალო ხაზი, რომელიც   მკერდზე ჯვრის ფორმას გამოსახავს. პერსონაჟთა სახეებიც პირობითი და თითქმის ერთნაირი, არ აღინიშნება იდენტიფიკაციის არანაირი ნიშანი.
ეს სცენა  მაგონებს ჯვარცმის კომპოზიციას,  ერთი შეხედვით თითქოს ცენტში მდგომი ფიგურა გამოირჩევა მის მარჯვნივ და მარცხნივ მდგარი ფიგურებისგან, რომელთაც პირობითადა ცენტრალურ ფიგურასთან შედაებით მეორეხარისხოვანი ფიგურები შეიძლება  ვუწოდოთ. ცენტრში მდგარი ფიგურის თითქმის  თავის გასწვრივ ზეთის ხილის რტოა გამოსახული,რომელიც მტრედს უჭირავს ნისკარტით, რაც შესაძლოა არ არის შემთხვევითი.


ავტორი მ. გივიაშვილი

ბიბლიოგრაფია:
ფაბრიციო მანჩინელი .  რომის კატაკომბები და ქრისტიანობის სათავეები
ბიბლია, საქ. საპატრიარქოს გამოცემა თბ. 1989 - ძველი აღთქმა. დანიელი 3თავი
გომბრიხი - ხელოვნების ამბავი
     

Комментариев нет:

Отправить комментарий