სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში


ადრექრისტიანული ხანის სიმბოლური გამოსახულებები 

   ადრექრისტიანული  ხანის გამოსახულებებში მრავლად გვხვდება როგორც ქრისტიანულ სიმბოლიკასთან დაკავშირებილი მხატრული კომპოზიციები, ისე ცალკეული ნიშნები   მაგალითად : თევზი, კრავი, ჩიტები, ყურძენი, ირმები და ა.შ.   ქრისტიანული ეგზეგეტიკის  მიხედვით ამ სიმბოლურ გამოსახულებებს რომელებიც ასახავს ძველი და ახალია აღთქმის თემებს  ღრმა თოლოგიური დატვირთვა აქვს და სიმბოლურად გამოსახავს   წინასწარმეტყველებას ქრისტეზე, მის სწავლებაზე, ჯვარცმაზე, მკვდრეთით აღდგომასა და  სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე.

       ადრექრისტიანულ გამოსახულებებში ხშირია ზიარებისა და ნათლისღების საიდუმლოთა მიმანიშნებელი კომპოზიციები, მაგლითად როგორიცაა - ,,წყარო ცხოველს ‘’ დაწაფებული ირმები, რომელიც ასახავს 41 ფსალმუნის შემდეგ სიტყვებს : ,,ვითარცა სახედ  სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყათასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღემერთო !   ( 41 ფსალმუნი, მუხლი 1 )  მსგავსი კომპოზიციები გავრცელებული იყო მთელ საქრისტიანო ხეოვნებაში. აქ წარმოდგენილია ბიჭვინთის მე- 5 საუკუნის  იატაკის მოზაიკური დეკორი.  წყალს დაწაფებულ ირმებს ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში  სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს, ირმები სიმბოლოა ,,ცხოვრების წყაროს”- სარწმუნოების წყალს  მოწყურებული ადამიანისარაც კარგათ ჩანს დავით მეფსალმუნის სიტყვებიდანაც : ,,ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყათასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღემერთო !“

ბიჭვინთის მოზაიკა

                 წმ. ბასილი დიდის მიხედვით ირემი მაცხოვრის სიმბოლოს წამოადგენს რომელმაც დასთრგუნა ბოროტი : ,,სახისმეტყველმან თქუა ირემისა, ვითარმედ ჯეკმა მტერ არს გუელისა და რაჟამს იხილის და ივლტინ გუელი და შთახდის ხურელად, მივიდის ირემი იგი და აღივსნის ფერდნი თავისნი წყლითა წყაროსა და მივიდს ხვრელად, სადა იგი გუელი დამალულ არნ და დაასხა წყალი იგი და აღავსის ხურელი იგი, ვიდრემდი გამოხდის გუელი იგი და დათრგუნის ფერხითა და მოკლის”.

              ძველ აღთქმისეულ ,,წყაროს წყალს დაწაფებულ ირმებშიგაცხადებულია მაცხოვრის შემდეგი სიტყვები:  ,,რომელმან სუას წყლისგან მისა არღარა სწყუროდეს უკუნისამდეარამედ წყალი რომელი მე მივცე მას , ვიდოდის ცხოვრებად საუკუნოდ.” (იოანე  4.14  )

რომის  სანტა კონსტანცას მავზოლეუმის  მე-4 საუკუნის ადრექრისტიანული ხანის მოზაიკაზე წარმოდგენილია კომპოზიცია სადაც გამოსახულია ბარძიმის ფორმის ჭურწელი, პალმის, ზეთისხილის, გირჩის და  ყურძენის რტოები,  ნაყოფით ... რომელთა ტოტებზე სხედან  სხვადასხვა გვარის ფრინველი.
კომპოზიციის ცენტში გამოსახულ  ჭურჭელზე   ორ ფრინველი  ზის,  რაც სიმბოლურად  მორწმუნეთა სულების ზიარებას გამოხატავს..


 კომპოზიციაზე  გამოსახული ,,მცენრაეები ’’ - ქრისტიანული ეკლესიის მიხედვით სიმბოლოა ,,სიცოცხლის ხის’’ .  ამგვარად აქ წარმოდგენილია  სამოთხისა  ხე და ევქარისტიულ  სიმბოლიკისათან დაკავშირებული თემები, რომელიც შინაარსობრივად  ეხმიანება მაცხოვრის ვნებებს  და  ხსნის თემებს, ხოლო სახარებიდან ასახავს  შემდეგ სიტყვებს:

Ø  ვაზის რტო - ,,მე ვარ ვაზი ჭეჭმარიტი, მამაჩემი კი მევენახე“; ,,მე ვაზი ვარ, თქვენ კი ლერწმები. ვინც ჩემში რჩება და მე მაში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს...“ ( იოანე თ.15.1/5)
Ø  პალმის რტო - უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის სიმბოლო  -  ,,აიღეს პალმის ტოტები, მის შესაგებებლად  გავიდნენ და იძახდნენ: ოსანა ! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი და მეფე ისრაელისა!“ (იოანე   თ.12. 13)
Ø  მტრედი სულიწმინდის და მშვიდობის სიმბოლოს განასახიერებს.
Ø  ბროწეული - ბროწეულის მარცვლები - მრევლის  სიმბოლოს წარმოადგენს  ქრისტიანულ ხეოვნებაში.
    ფენიქსი წარმადგენს მითიურ არსებას, რომელსაც თვითწვის უნარი გააჩნია, მითოლოგიის მიხედვით ფენიქსი სიკვდილი წინ  საკუთარ თავს წვავს, ხოლო შემდეგ ის აღსდგება ისევ თავისი  ფერფლიდან.
ადრექრისტიანულ ხელოვნებაში ჩნდება ფენიქსის გამოსახვა რმელიც სიმბოლოა  მაცხოვრის  სხეულით აღდგომის. პირველი მისი გამოსახულება გვხვდება II საუკუნით დათარიღებული რომის - პრისკილას სახელობის კატაკომბში.

    რომის - ვია ლატინას კატაკომბის მხატრობის ფრაგმეტზე  წარმოდგენილია ძვ. აღქმისეული იაკობის სიზმრის  კომპზიცია,   ამ გამოსახულებაში  კიბეს  აქვს სიმბოლური დატვითვა და ღვთისმშობლის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც შემაერთებელია მიწისა და ზეცისა ამქვეყნად მაცხოვრის შობით. ხოლო  კიბეზე აღმავილი და ჩამომავალნი ანგელოზები,  ქრისტიან მამათა განმარტებით სიმბოლოა  მიწაზე ანგელოზების მიერ  ღვთის მადლის ჩამომტანის, აღმავალნი კი ადამიანთა ლოცვების  ამტანის.  კომპოზიციაში ასახულია  ბიბლიის შემდეგი სიტყვები : ,,და მიემთხუა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზეი და მიიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა სასთუნალ თუისა და დაიძინა მუნ. და ეზმანებოდა: და აჰა კიბე დამყარებული ქუეყანასა ზედა, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად  და ანგელოზნი ღმრთისანი და ღვიდოდეს და გარდმოვიდოდეს მას ზედა.”      (  შესაქმე თავი 28 მუხლები 11-12       ) 


იაკობის სიზმარი


     ლაზარეს აღდგინება  - იესომ უთხრა მას: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე...“ ,,ლაზარე გამოდი“.  იოანე სახარება თავი 11 მუხლები 25-43


ლაზაეს აღდგინება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული იკონოგრაფიული გამოსახულებაა ადრე ქრსტიანული ხანაში, რომელიც მაცხოვრის აღდგომის და მეორედ მოსვლის ყველაზე ნათელი სასწაულია და ასახავს მაცხოვრის სიტყვებს - ,,მე ვარ აღდგომაი და ცხორებაი, რომელსა ჰრწმენე ჩემი , მო-ღათუკუდეს, ცხონდეს...” ( იოანე  თავი 11; 25)
ლაზარეს აღდგინების გამოსახულებები გვხვდება II საუკუნიდან მოყოლებული კატაკომბების  კედლის მხატრობასა და სარკოფაგების რელიეფებზე. (პრისკილას III საუკუნის კატაკომბი


იონას ამონთხევა - ,,და თქვა იონამ: ამიღეთ და გადამაგდეთ ზღვაში და ზღვა დაგიწყნარდებათ...აიღეს და ზღვაში გადააგდეს იონა და ზღვამ შეწყვიტა ღელვა. მოავლინა უფალმა დიდი თევზი  და შთაანთქმევინ  იონა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო იონამ თევზის სტომაქში”  (იონა  თავი 1-2; 12/15/1)


იონას სასწაული ერთ - ერთი ფართოდ გავრელებულ თემას წარმოაგენდა ადრექრისტიანუ ხანაში, მისი გამოსახულებები გვხვდება როგორც კატკომბების მხატრობაში ასევე რელიეფების კომპოზიციებსა და მცირე სკულპტურათა სახით ( მე-3 საუკუნე - კლივლენდის მუზეუმი; )
იონამ რომელმაც სამი დღე დაჰყო ურჩხულის მუცელში და მესამე დღეს უვნებელია ამოანთხია ურჩხულმა, წინასახეა მაცხოვრის დაფვისა და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომისა.


      შეუწველი მაყვალი -,,და მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თუისისათა, და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმრთისასა ქორებსა. ეჩუენა მას ანგელოზი ცეცხლითა ალისაითა მაყულოანითა გამო. და იხილა ვითარმედ მაყულოანსა აღატყდების ცეცხი და მაყუალი იგი  არ შეიწვების. “    თავი 3, მუხლი 1-2-3-4-5


ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში შეუწველი მაყვალი ღვთისმშობლის წინასახეა და სიმბოლოა მისი ქაწულებისა. მაყვალი ანთია და არ იწვის, ასევე ქალწული მარიამი შობს და ქალწულად დარჩება.
წმ.გრიგოლ ნოსელის მიხედვით ეს იყო წინასწარმეტყველება, რომ ღვთისმშობელი დაუტეველს დაიტევდა. თავად ღმერთი დაიტია და არ დაიწვა.
ასევე შეუწველი მაყვალი მაცხოვრის სიმბოლოცააიუდეველებმა იხილეს მაცხოვარი - ღვთაებრივი ცეცხლი  და არ მიიღეს.




ავტორი მ. გივიაშვილი


გამოყენებული ლიტერატურა :

ფაბრიციო მანჩინელი .  რომის კატაკომბები და ქრისტიანობის სათავეები
ბიბლია, საქ. საპატრიარქოს გამოცემა თბ. 1989
იოანე დამასკელი -დიალექტიკა
წმ. ბასილი დიდის ფსალმუნთა განმარტება
ჟურნალი რელიგია. 2009 წ. N4 / ლ. ოსეფაშვილი - 41 ფსალმუნის ილუსტარცია  ატენის სიონის საფასადო რელიეფიდან
საქ.  ხელ-ის. სახ-ო მუზეუმის ნარკვევბი N 5 / ირმების სიმბოლიკა ატენის სიონის ტიმპანის რელიეფზე - გ. აბრამიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий